Posts

თვითწარმოჩენა და „უცხო“ თანამედროვე ქართულ კულტურაში

ნინო ამირაჯიბი მარი მიხანაშვილი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე კულტურა თავად განსაზღვრავდა რა იყო მისაღები, ნორმალური და რა განსხვავებული, „უცხო“. ამ ორი ცნების ერთმანეთისგან გამიჯვნით, საზოგადოება თვით იდენტიფიკაციას ახდენდა, როგორც ნორმალურები და არანორმალურები. ქართული კულტურა კვლავ განაგრძობს საზოგადოების განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცევას და მის „ნორმალიზებას“. დღესდღეობით განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება სექსუალურ საკითხებზე ტაბუს რღვევა და მისი ხილვადობის გაზრდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თვითგამოხატვით არ შეესაბამება უმრავლესობის სტანდარტებს, შეურაცჰხყოფს რა მათ „ნაციონალურ“ და რელიგიურ გრძნობებს, აღიქმება, როგორც „უცხო“.  ამ კატეგორიაში ლიდერობენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც უმწვავეს რეაქციას იწვევენ ფსევდო ნაციონალურ დაჯგუფებებში, ვინაიდან, ქართველობის სადარაჯოზე მყოფი ნეონაცისტური ჯგუფები განსაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან ლგბტ თემის წევრების თვითგამოხატვის მიმართ. დღეს „ქართველობის დასაცავად“ ყველაზე აქტიურად იბრძვის ორგანიზაცია ქართული მარში, რომლი